logo
შესვლა
|
რეგისტრაცია მთავარი
|
საიტის შესახებ
|
ტექსტური ვერსია
|
Rss/Atom
|
საიტის რუკა
დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას!                                                                დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას!                                                                დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას!
logo

ოტორინილარინგოლოგიის დეპარტამენტი
photo

       ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი ფუნქციონირებს 1975 წლის მარტიდან როგორც ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კლინიკა, რომელიც აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით აიგო და იმთავითვე მის სახელს ატარებდა. დღეს დეპარტამენტი, იმავე შენობაში, შპს ”ს.ხეჩინაშვილის სახ.საუნივერსიტეტო კლინიკის” მესამე სართულზე მდებარეობს და კვლავაც ინარჩუნებს ტრადიციებს და წამყვან პოზიციებს შესაბამის სფეროში.
        დეპარტამენტის ხელმძღვანელია მედიცინის აკადემიური დოქტორი ირაკლი ხუნდაძე. დეპარტამენტში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, მედიცინის აკადემიური დოქტორები: ოთარ ქაჯაია, მერაბ ადამია, იზოლდა გობრონიძე, ნინო შარაშენიძე, მიხეილ ხუჯაძე, მერაბ ხვადაგიანი, ფარნაოზ ხოხაშვილი, გიორგი ბუაძე; ექიმი-ოტოლარინგოლოგები: გიორგი ოდიშვილი, გაბრიელ გელაშვილი, პაატა ქაცარავა, ალექსანდრე კვანტალიანი, იოსებ ნაცვლიშვილი, ბიძინა ფაჯიშვილი, დავით მაღრაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნანა ჯაჭვაძე, ინგა ქართველიშვილი, ირინა ქაცარავა; ექიმი- აუდიოლოგები: თინათინ ილურიძე და ინგა გოგია.

დეპარტამენტში ტარდება შემდეგი გამოკვლევები:
• აუდიომეტრია;
• ტიმპანომეტრია;
• ვესტიბულომეტრია


დეპარტამენტში მიმდინარეობს შემდეგი დაავადების მკურნალობა:
• ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების: მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, ალერგიული რინიტი, პოლიპოზი, სხვადასხვა სიმძიმისა და ეტიოლოგიის სისხლდენა, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებით მიმდინარე დაავადებები, რინოფიმა, გარეთა ცხვირის დეფორმაცია, ქოანალური ატრეზია, მწვავე ტრავმული დაზიანების ატრეზია;
• ყურის დაავადებები: გარეთა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთება, ოტომიკოზი, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთება, ყურის წინამდებარე ფისტულა, ეგზოსტოზი, დაფის აპკის ტრავმული პერფორაცია, ექსუდაციური ოტიტი, ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება, ყურის ხმაური;
• ხახის დაავადებები: ადენოიდები, მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ქრონიკული ფარინგიტი, ხვრინვა;
• ხორხის დაავადებები: მწვავე და ქრონიკული ლარინგიტი, კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები, მწვავე და ქრონიკული სტენოზი, ხორხის უცხო სხეულები.


დეპარტამენტში ტარდება შემდეგი ოპერაციები:
• ცხვირი და მისი დანამატი წიაღები: ცხვირის ძგიდის ლორწქვეშა რეზექცია, ქვედა ნიჟარების ულტრაბგერითი დეზინტეგრაცია, ცხვირის პლასტიკური ქირურგია, ცხვირის წინა ნაწილებიდან სისხლდენების შემაჩერებელი ქირურგიული ჩარევები, ცხვირის დანამატ წიაღებზე როგორც ენდოსკოპიური , ასევე გაფართოებული ოპერაციები, პოლიპოტომია;
• ყური: სანაციური ხასიათის ოპერაციები შუა ყურზე, სმენის აღდგენითი ოპერაციები შუა ყურზე (მირინგოპლასტიკა, ტიმპანოპლასტიკა), დაფის ღრუს შუნტირება, პრეაურიკულური ფისტულის ამოკვეთა, გარეთა სასმენი მილის ეგზოსტოზის ამოკვეთა;
• ხახა: ადენოტომია, ტონზილექტომია, ნაქის კორექცია;
• ხორხი: მიკროქირურგიული ოპერაციები სახმო ნაოჭებზე, ლარინგექტომია, ტრაქეოტომია.


        ქირურგიული ჩარევები ტარდება როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.
        ჩვენს დეპარტამენტში პირველად დაინერგა ქირურგიული ჩარევები პლაზმური ქობლაციის მეთოდით. ამჟამად, აღნიშნული მეთოდით, სპეციალიზირებული აპარატურის გამოყენებით წარმატებით ტარდება ტონზილექტომია, ცხვირის ნიჟარების კორექცია, ხვრინვის და ღამის ობსტრუქციული აპნოეს მკურნალობა.